ლურჯტუჩა ავაზას
წითელ მწველ კაბაში მოსილი სინაზე, მახსოვს შემეფეთე მისის სილამაზე... ღამით სოფუმფურა რა გრძნობას მითხზავდი, ნუთუ შენც გიყვარვარ - თრთოლვითა გკითხავდი... თბილოდა ძალიან და თოვდა სიზმარი, უთქმელით ვიწვოდი და მკერდში გიკრავდი... გეჩურჩულებოდი სიყვარულს ბავშვივით, მის ნაზი მეტყოდი - მილორდ გთხოვთ - გამიშვით... გცხვენოდა ფუმფულავ, მე ხელს არ გიშვებდი, ნუ წახვალ გეტყოდი - თორემ შევიშლები... შემმატე ჭაღარა, გული იბნიდება, ნეტაი ვიცოდე რა გაკისკისებდა... ფერებად მირქმის და წამად შეშლილების, ო თუ არ გიყვარვარ ნუღარ მესიზმრები... თვალებით, ხალებით, თითებით ოცნების, მიყვარხარ იცოდე და კოცონს კოცნების სიზმრისთვის გიგზავნი პრინცესას ზმანების, ლურჯტუჩა ავაზა მარად მეყვარები... და წმიდა ამბორებს გულისას მივხვდები, მაგრად ჩამეხუტე თუკი მესიზმრები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი