მადამ დიანას


გშვენს პოეტესას ეგ სიფაქიზე,
ფერიასავით ნაზი ქალი ხარ,
ცამ დაგანათლა მზის სილამაზე,
ვითარ ვარსკვლავი ცაზე ანთიხარ...

ცაზე ლურჯთვალა ციურ პარიზის
სიყვარულის და ცეცხლის ნიშა ხარ,
მოტრფიალე მზის ნაზ პოეზიის -
პოეტს ვით მუზა ისე მიყვარხარ...

სათუთი გულის სინაზე გევხარ -
ღამის მნათობელ ქალღმერთ დიანას,
ნატიფი სულის ნათლის სახე ხარ,
კოცნას გიძღვნთ და ლექსს ამბორიანა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი