თვალები


ჰაერში ქრიან ცეცხლის ისრები
მზის სიყვარულის იდუმალებით,
წითელ ვარდების წამთ ამბორები,
სათუთ სინაზეს თოვენ თვალები...

გულზედ ედებათ ცეცხლის გამები 
და სული ეწვით გრძნობის ალებით,
თვალები ტრფობით განაწამები
უმღერს სიტურფეს ლურჯ მწვერვალების...

მწვერვალების სად სიფაქიზეთი
ყვავის იისფერ გაზაფხულებით
და სად ჯადოსნურ სილამაზეთის
ნოტთ მუზიკად წვიმს ოქროს ღრუბლები...

ღრუბლებში თრთიან სად ნაზ გულებით
ფრთაებგაშლილი ანგელოზები,
თვალთ უკოცნიან ნატიფ ტუჩებით -
ამურის თვალებს ცნობენ მუზები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი