მი ლურჯთვალა მუზას თეთრ კაბაში მოსილს


სულს თეთრ ცისარტყელად როდის აენთები -
თეთრი ანგელოსი მი თეთრი ედემის,
ოცნების ვარსკვლავად როს ამობრწყინდება -
თეთრი სიყვარული თეთრ ფრთებით გედების?

როდის მიადგება სანაპიროს გემი,
როდის ჩამოვუშვებ მხნე კაპერი ღუზას,
თეთრი პაემნებით როდის შეგეყრები
თეთრ კაბაში მოსილ მი ლურჯთვალა მუზას?

ნიშნად უკვდავ გრძნობის წითელი ვარდები -
ნუთუ ისევ ყვავის ჩვენი ეზოს ბაღში,
ნეტა უკვდავების როდის დავბრუნდებით
ნაზი სიყვარულის ჩვენს იისფერ სახლში?

როდის აამღერებ თეთრი სერენადით -
შენ ნაზ თვალთ წინაშე - ნაზ გულს შენი მეტრფის,
ნიშნად სიყვარულის მოიისფრო მანდილს -
ლურჯი ფანჯრებიდან ზამბახს როდის მესვრი?

ისევ ანთებს ღამეთ ცად წვა ვარსკვლავების -
ბაღში ციმციმებენ ციცინათელები?
- ფონზე მთვარის შუქის სხივთა კამკამების
სულმომნუსხველ თეთრ ვალსს როდის მეცეკვები?

ლურჯ სანაპიროზე ფრთათა უკვდავების -
ერთმანეთის ტრფობით ვისეირნებთ როდის,
როდის შეგეყრები ნეტარ პაემნებით
მი ლურჯთვალა მუზას თეთრ კაბაში მოსილს?

-

მი თეთრი ოცნება - რომელ სუყველგან მდევ -
სპეტაკ შროშანს გევხარ სულით თეთრი ვარდი,
ლურჯ დასაბამიდან თვალებს აქამომდე -
ჩემთვის გაჩენილი - მხოლოდ შენ უყვარდი...

უქრობი სანთელი გრძნობის მონასტერის -
მი დედოფალი ხარ და მი ერთადერთი,
როგორც მე მახსოვხარ მარად მონატრებით -
ისე მსურს გახსოვდე მარად შენი ერთი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი