გოგონა იისფერი კაბით


თეთრი ფანტელების ფაქიზი თოვიდან
შობილ მოგონების ხარ გასაოცრება,
გამოუთქმელ გრძნობის ძველი მოტივიდან -
მახსოვს ვით გეტრფოდი ცისფერ საოცრებას...

---

ხელში წითელ ფერის გულის ფორმის ბუშტით -
ბავშვურ ოცნებით და მომნუსხველ სიმორცხვით:
კეკლუცი გოგონა იისფერი კაბით -
მოაპობ ქუჩას ნაზ ნარნარ მიხვრამოხვრით...

იისფერ კაბაში მწყვდეული სხეული -
აფრქვევს სინატიფეს ტანი კალმახური,
იის სურნელის და ფერთა ჟრიამულის -
თითქოს პეპლების გდევს უკან გაზაფხული...

ვარდისფერ სამყაროს დაფრინავ ფიქრებით
და თეთრი გრძნობებით ეგ გული მთვრალია,
გზადაგზა მოგდევენ ჯეელთა სიტყვები -
ნახე ანგელოსს გავს - ღმერთო რა ქალია...

-

ყვავი სიყვარულის მოიისფრო გამის
ნაზი მისტიციზმით და იდუმალებით,
მზერაში გეტყობა სილამაზე სულის
და ნატიფ ბუნების კრისტალი ძალები...

სისხლისფერ ტუჩებზე ღიმი დაგთამაშებს
და მშვენიერების ხარ მანათობელი,
ნეტაი იმას ვის თვალებს მიანათებ
და გულს აუთრთოლებ ნაზ საგალობელით...

შენ ნაზ არსებიდან მზიურ სიყვარულის -
შარბათით დაბანგულ უტკბესი სინაზის:
ნეტაი იმას ვის შეხვდებ თბილ მა გულის
და მა ბაგეთ კოცნის უთქმელი ექსტაზი...

---

გულთა მტაცებელო მშვენებით პიკანტურ -
ლურჯი პანტერა ხარ თუ შავი ავაზა -
მაინც ნაზი ხარ და გეტრფი ელეგანტურ -
ყავისფერთვალება შავგრემან ლამაზმანს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი