მე ვარ საქართველო


ცეცხლოვან ხმალამოწვდილი მებრძოლი გლადიატორი -
ცის კოლიზეუმს - ბობოქარ შუა ბრძოლაში ვმძვინვარებ,
ქარცეცხლში ქარიზმატული  მგრგვინვარე არმაგედონის -
თმაგაწეწილი გალანტი მი თეთრ რაშებით ვმქროლვარებ...

-

ჯადოსნურ ოქროს ზარებს ვრეკ მწვერვალზე თეთრ კავკაზიის
და მი ჯვარს ცვივა ჰანგები ოქროს ცეცხლოვან რიტმების,
ლურჯთვალა სულის პარიზის ტაძარი მზის პოეზიის -
ღმერთმ დავამტკიცე სვეტნ მის და უკუნისამდე იქმნების...

-

მრისხანე სულის სარანგი და სიყვარულის ქადაგი,
ზოგჯერ ხარხარის მეფე ვარ, ხან მწუხარ სახის რაინდი,
დამისხით - დამალევინეთ ქართველ დონ-კიხოტს ბადაგი -
ქარის წისქვილებს წალეკავს მი მძვინვარ სულის ამინდი...

წარსულში ფარიკაობის მამა და აწცა ვკიაფობ -
ოქროს კალამით მებრძოლი გმირული გულის მგოსანი,
მი გემი *თეთრ მარგალიტით* ბობოქარ ტალღებს მივაპობ -
ჯვრიანი დროშით ვთარეშობ შავ ზღვაზე თეთრი კორსარი...

-

ცეცხლოვან წითელ ვარდებით და ლურჯი ფარშევანგებით -
ქართული ცა მოხატული ყალამით მზე ფი"როსმანის,
აპოთეოზურ ქართ ჰიმნად ზედ ქროლვა თეთრ მუსტანგების -
მიყვარს მზედ ამობრწყინება ქართული სულის - ფრთოსანის...

აელვარება შემაზარ გორგასლის მუზარადისა,
სამხედრო ახმიანება - დროშის - ბუკის და ნაღარის,
მიყვარს მზიური პოემის მიჯნურთა სამარადისო -
ძმობის და რაინდობისა ვეფხი და მოყმეს ზღაპარი...

-

უწარმტაცესი მშვენების როს სილამაზით ენთება -
ოდეს შლის ღვთიური მუზა მი ზმანებებში მზიურ ფრთებს,
თეთრ კაბიანი თეთრ მერის სპეტაკ ხატების ნათება -
იდუმალ ცეცხლით მდაგავს და სიყვარულის მზეს მაერთებს...

მიყვარს ღვთაების მზიურ და სათუთ თითების ალერსი -
როს სხივურ ნაზი შეხებით მანთებს და სულგულს მითრთოლებს,
უთქმელ ზეციერ ამბორებს განვიცდი მთელი არსებით -
როდესაც უხილავ ფსიქეს კოცნები თვალებს მითოვენ...

ნაზ ტრფობის ცეცხლოვანებას და ტკივილამდე სევდისფერს -
გრძნობდეს მზიურ წვას - გულს უყვარს - უყვარდეს გაისაძლისად,
ვერცერთი განცდა მიწვდება იმ ემოციას იისფერს -
რა შეედრება სინაზეს მიჯნურის ოქროს ცრემლისა...

სიფაქიზემდე ფიფქების და ღვთიურ ლურჯ სინაზემდე,
დნობამდე, ნატიფ ზეცამდე, განცდებით გულის შეშლამდე,
უსასრულოდ და უსაზღვროდ, იმ უთქმელ სისათუთემდე,
თუ მიყვარს მიყვარს უზომოდ, უკვდავებამდე, ღმერთამდე...

შინაგან სილამაზეთის აღქმამდე და ღმრთეებრულის -
ყოვლისმომცველი სისრულის მშვენიერების განცდამდე,
თუ მიყვარს მიყვარს ტანჯვამდე და რწმენით თვითშეწირულის -
იდეალისთვის უკვდავი გრძნობის მეწამულ ჯვარცმამდე...

-

პლიუს ლურჯ უსასრულების უკიდეგანო სივრცეთა -
იდეათა და აზრების სამყარო უსაზღვროების,
ფერები მიყვარს ფიქრების უძირო სულის სიღრმეთა,
მეტრფე ვარ ლურჯად მდუმარე მონასტრის უბრალოების...

წყურვილი ეკლესიური სიმშვიდის ნაზი ჰანგების,
მარტოსულობის ტრაგიზმის მელანქოლიის ტონები,
თამარის ერთსულოვანი სამშობლოს ძველი დიდების,
ცის მონატრების არ მტოვებს ნოსტალგიური ნოტები...

ზამბახისფერი ტრფიალით გრძნობათა რენესანსები,
ლურჯ ღამის სერენადები და თოვა თეთრი ვარდების,
რევერანსები მუზების და ანგელოსთა ვალსები,
სინაზეს ვყვარობ მთვარეულთ ედემის თეთრ ლაჟვარდების...

სად დაჰქრის ღვთიურ ჰანგებად ფრთაებშესხმული სიმღერა
და სიყვარული სად სუფევს ყოველის მანათობელის,
მინახავს უცხო სინაზის თეთრ ღრუბლებში ვით იღება -
ოქროს ბრწყინვალე კარიბჭე მზისფერი სასუფეველის...

-

პოეტურ ინტუიციის მაღალი იდუმალების -
უმძაფრეს შემოქმედებით მეწვს გული ცეცხლის ალებით,
ყოვლისმხილველმა მეუფემ შევიცან სულის ძალები -
ღმერთკაცის უსაბამოო დროში მოგზაურ თვალების...

მეომარ თეთრ მხედართმავარს აბჯარსხმულს ლურჯი ლოცვებით -
ოქროს სადავე მიპყრია ღვთაებრივობით ნამთვრალევს,
ცად დავაჭენებ მი თეთრ რაშთ რომელთ მგრგვინვარე ფლოქვები
მარადისობის ლურჯ გზებზე ტოვებენ ცეცხლის ნაკვალევს...

---

ღვთისმშობელი მარიამის ვადიდებდი წილხვედრ მამულს -
მე სიყვარულს ცეცხლს ვუნთებდი და სიცოცხლის სულს ვბერავდი,
ხელში მეპყრა ოქროს მშვილდი და  ფუნჯები ქართველ ამურს -
ცეცხლის ისრებს გულთ ვესროდი და ოქროსფერ მზეს ვძერწავდი...

ყვავ-ყორნისგან გულ-ღვიძლ ნაკორტნ შეუპოვარ მზე პრომეთეს
კავკაზზედა მიჯაჭვულსა ცეცხლის მომტან წმიდა სახელს,
ნათელთნათელ იესუსა ვით ხელგაშლილ მეფეთმეფეს -
მე ვხატავდი იბერიის ჯვარზედ გაკრულ სულს და სახეს...

-

მზესავით მშვენიერი იგ და მთვარესავით ელვარე
და დიდებული ვით ღმერთის ჯარი თეთრ ანგელოზების,
უკვდავი მი საქართველო მართლმადიდობის მეალმე -
შემმუსრავია სინათლით ქვეყნიერ ტარტაროზების...

მოსილი ჰარმონიული რომანტიკული სამოსით -
მთვრალი ცეცხლოვან გრძნობით და ტრფიალის ლურჯი აბსენტით,
ქართველის გული მნათეა ერთცისკროვანი სამების -
უზენაესი ზნეობის ცეცხლოვან ტემპერამენტის...

მოვა დრო მარადისობის ფრთებს გაშლის ვაჟას არწივი
და საქართველო აღდგება ვით ცეცხლოვანი ფენიქსი,
კავკაზის აკაშკაშდება მწვერვალი ხმალამოწვდილი -
სად თავისუფლად იქროლებს ცეცხლისფრთიანი მი ლექსი...

დაიდგამს თავზე ოქროსფერ ოცნების მზიურ მუზარადს -
გამოაგელვებს თეთრ ცხენებს ქართული სულის ამური,
იგრგვინებს იესო ქრისტეს - დიდებული და შემაზარ -
სარანგ გივარგის უძლევი სახელი იგ ღმერთკაცური...

ვეფხისტყავ მხრებზე მოგდებულ ქართული სულით ბრწყინებულს -
ღვთიურ ბუნების თეთრ რაინდს იდუმალ გრძნობებით შეშლილს:
სამყარო როს მომიხსენებს მზის სიყვარულით ანთებულს -
მი მიჯნურ გულის ცად აჭრილ სიშლეგით მსოფლიოს შევშლი...

სტიქიურ ცეცხლის სიმძაფრის პომპეზურ თეთრი შედევრის -
მომნუსხველ ძალის წინაშე მოდრკება ქვეყნიერება,
ეტლში ბმულ თეთრი რაშების ლეგენდარული მხედარის -
უზენაესი დიდების იმეფებს სულძლიერება...

ღვთის შვილთგან გამოჭენება ცეცხლოვან ბედის მერნების,
ცად რბოლა ლურჯა ცხენების, ტატოს ვენდეტა ფრთასრული,
დიდება წმიდა გიორგის და მის ზრდილ ციერ მხედრების -
არ დასრულდება პოეტთა ეს ესტაფეტა ქართული...

მშვენებას მეამბოხე გულთ სიცოცხლის წიგნში ღმერთების -
მემატიანეს მზის სული - ახატავს ოქროს დროება,
შეშვენის სიყვარულის სულს მარადისობის თეთრ ფრთების -
უსაბამობით სუფევა - მქროლვარე უსაზღვროებად...

---

სულ სხვა ცას - ცას ცოცხალთა და თეთრ გრძნობით აკრისტალებას
და მის სიყვარულს თოვლისფერს დაუფლეთია ეს გული,
თუმც მაინც მწამს და ცათა ღმრთის იდუმალ ცეცხლოვანებას -
დნობით და მწველი სინაზით მუდამ განიცდის მი სული...

იცოდე ცის რეალობა, ცხოვრობდე ისევ მიწაზე,
გიყვარდეს და ვერ სუნთქავდე ხომ ნიშნავს გარდაცვალებას,
გხიბლავდეს ფიქრი გაფრენის და თვითმკვლელობის სინაზე -
პოეტურია მიწვდე მზეს და წმინდა იდუმალებას...

პოეტიც ვარ და ქართველიც, მიყვარს და თან მძულს სამყარო,
თუმც მწამს ბრძოლაში ნალესი ქართველი თავს არ მოიკლავს,
მაგრამ რადგან ვარ რომეოც მე "შხამიანს" ვსვავ სამ წყაროს,
თეთრ ანგელოსის ალერსი, ჯვარცმა და ცის ამბორი "მკლავს"...

ამ სიყვარულით წვა-დაგვა, გრძნობებით მიყვარს გატანჯვა ,
ანგელურ იდუმალების მე დავასრულე ძიება,
მაგრამ რადგან ვარ ჰამლეტიც და რადგან ისევ ჯვარს მაცვავთ -
მსოფლიოს ცეცხლით გადაწვა - მწყურია შურისძიება!

ცეცხლოვან თასთ ვსვავ წყეული და ვლოცავ ვის ცეცხლით ელის -
სამოსის ათეთრება და აქათქათება ფრთაების,
თეთრ სიყვარულით რომელ გავს სულს გავლას სტიქიურ ელვის -
გწყევლით ამ უწმიდეს გრძნობით რჩეულებს თეთრი ღვთაების...

-

ნეტართ სასმისი ნეტართ და იყოს ქართველთა ერთობა,
რომ ენით მესიანურით ყოველი ავხატოთ თეთრად,
ეკლესია და სამშობლო, დედოფლობა და მეფობა,
მე ციერ ფრთათეთრი მუზით და ცეცხლით თრობა მწამს ღმერთად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი