ო ისე მისწყურდა სულს ეხლა გაფრენა
თვალებში ანთია ნაზი ალერსები ლექსის ალმასების ელვარებისაი, და გულს მიკაწრავენ გრძნობით ალესილი - მწველი ამბორები სიყვარულისაი... თეთრი ფრთები ფრენენ შორეულ ზღაპარში - კრისტალ ფანტელების სულს ცეცხლი მედების, სანთლები იწვიან ოცნების ტაძარში - თოვლით ქათქათებენ ხედები ედემის... თეთრ სასუფეველის და თეთრ სიმშვიდეთის - სათუთ სინაზეთის სულს ქრის ჰარმონია, თოვს თეთრი ვარდები ქნარზე საფიფქეთის, საანგელოზეთის ცურავს სიმფონია... თეთრი უფლისწულის დილის წამწამების ნათება ბრწყინვალე და იადონური - თოვლზედ ეცემა მზის სხივთა კამკამები და ყოველი ირგვლივ არის ჯადოსნური... თოვენ ბულბულები ლურჯ ჭიკჭიკებს ცაში და ფაქიზად ყვავის სამოთხის ნაკრძალი, მოსილი თოვლისფრად ქათქათა კაბაში - თეთრ ანგელოსს გავს იგ თეთრი პატარძალი... - ოცნების ტაძარში აკურთხებს მესია, თუკი სიყვარულს ყავს ერთგული მფარველი, ქმარი ღმერთია და ცოლი ეკლესია, თოვლი თეთრია და ცეცხლია მდაგველი... - ო სულ არაფერი ამ ქვეყნად არ ქრება, სულგულში მთოვარებს სინაზე ღვთაების, ო ისე მოსწყურდა სულს ეხლა გაფრენა, ო რა ლამაზია ოცნება ფრთაების...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი