შვიდობითი 18
ფაქიზად გაფურჩქვნილი სინატიფით ჰყვავიხარ - უწითლეს კაბიანი ეკლიანი ვარდი ხარ, დედოფლურ სილამაზის და უსაზღვროდ ნაზი ხარ - უსათუთეს ფიქრებად ჩემი სულის დარდი ხარ... იდუმალი მშვენების შარავანდით შებურულს - მთელ არსებით გეტრფი და სიყვარულზე გიმღერი, შენს ეკლებზე ეს გული მეკაწრება თეთრ ბულბულს და სისხლიან წვეთებად შენს ტუჩებზე ვიღვრები... ცეცხლოვანი სიწითლით მოსილ მშვენიერებას - ნამის მარგალიტები ღაწვზე როს გეკიდება: არსით სისათუთისფერ განვიცდი ამბორებას - მზესავით ვენთები და გულს ცეცხლი მეკიდება... ვიწვივარ სანთელივით და ცრემლად ვიღვენთები, ოდეს გიმზერ სულით ვთრთი, ვცრი ფიფქებს და თან ვდნები ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი