ლურჯი ღამე


მთვარე უკრავს ვიოლინოს,
ვარსკვლავები ცეკვენ ვალსებს,
კოსმიურს ვსვავ მუქლურჯ ღვინოს,
მუზა მესვრის წითელ ვარდებს...

ლურჯ კაბაში მოსილია
ლურჯი მეფა სულელვარე,
არე ტრფობით აღვსილია,
ვიოლინოს უკრავს მთვარე...

სულში ყვავის და მოცარტობს
ანგელოსი მოკამკამე,
არასოდეს არ ვარ მარტო,
როცა დგება ლურჯი ღამე...

-

ლურჯთვალება ავაზაა
და მე ვეტრფი გულშეშლილი,
ლურჯი ღამე მი მუზაა
ლურჯ კაბაში შემოსილი...

მიყვარს მისი რევერანსი
და ლურჯ თვალთა სიკამკამე,
მწვავს გრძნობების რენესანსი,
როცა დგება ლურჯი ღამე...

-

ვეცეკვები მუქლურჯ ტანგოს
და ტრფიალის ვსვავ ლურჯ ღვინოს,
მჩუქნის მეფა მუქლურჯ ამბორს,
მთვარე უკრავს ვიოლინოს...

ვარსკვლავები ცეკვენ ვალსებს
და ვმოცარტობ გულშეშლილი,
მესვრის მუზა წითელ ვარდებს
ლურჯ კაბაში შემოსილი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი