ერთადერთო


ტრფობის ცეცხლით ქალი თოვლი ნაზად დნები,
როგორ მიყვარს სულის მსგავსი სინაზეთი,
მსურს გაჩუქოთ ანგელოსის თეთრი ფრთები,
სიყვარულით მსურს აგინთოთ საგულეთი...

გაგაქროლოთ თეთრ რაშებით თეთნულდისკენ,
მოგატაროთ ქართულ ზეცის სანახები,
გაგიტაცოთ ნაზი გრძნობით ბრწყინავ ღმრთისკენ,
მსურს დაგხატოთ გალაკტიკურ ლურჯ სახებით...

მოიისფრო სიყვარულით დაგიკოცნოთ
ლოდინისგან ნაწამები წამწამები,
მსურს ლურჯ ტრფობით ანთებული მოვილოცო -
თქვენ თვალების მოკაშკაშე კამკამები...

ლურჯ ედემში მინდა დაგრგოთ თეთრი ვარდი,
სიფაქიზე გიხდებათ ნაზ თეთრ მადონებს,
"თქვენი ბაგით წარმოთქმული - შემიყვარდი -
საგალობლად გაუხდიათ იადონებს"...

ჰო - ქარების მოტანილი ტკბილი სუნი -
და მაისის ვარდისფერი სიყვარული,
მოგიტანოთ თვალთ წინაშე ლურჯი გული -
მინდა გიძღვნათ იის კონად გაზაფხული...

წაგიყვანოთ და სამოთხეს შეგაფაროთ,
ვთოვო თქვენთვის ვერცხლისფერი ჩანჩქერები,
ტრფიალების მზის სხივებში გაბანავოთ,
მსურს თქვენს სულზე ვწერო კოცნის წარწერები...

ლურჯი ლტოლვა გაგიმხილოთ ჩემმა მზერამ,
მოგისიოთ ემოცია ნაქარები,
მსურს ჯადოსნურმ დაგატყვევოთ მი სიმღერამ
და ტუჩებზე შემოგადნეთ ამბორებით...

მსურს ფანტელთა ჟრუანტელად გაგაჟრჟოლოთ,
კოსმიური მწვერვალების გესმით ექო?
დაგიხატოთ ცისარტყელა მინდა ბოლოს,
თეთრ ვარდს გრძნობის ცრემლებით გრწყავთ ერთადერთო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი