მიფრინავენ


თეთრი ფრთები თრთოლვით თოვენ
თეთრ ფიფქების რაფსოდიებს
და ფიქრები ნაზად მთხოვენ
ადნებოდნენ ტუჩებს იებს...

უხილავი ფიქრის ფრთები
მიფრინავენ ღრუბლებისკენ,
მოცეკვავე ფანტელები
მოფრინავენ ტუჩებისკენ...

ანგელოსის თეთრი ფრთები
გაუშლია სულში მთიებს,
თრთოლვით წერენ ფანტელები
სიყვარულის მელოდიებს...

თეთრი ფრთები მიფრინავენ
თეთრ ფიქრებით ლურჯ ზეცისკენ,
ფიფქები კი თავს იკლავენ
და ბაგიდან ფრენენ მზისკენ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი