თეთრი ჰიმნი სიყვარულის


ახო თვითერთმ თვის თითები
როიალის შავ-თეთრ კლავიშთ,
ჰა დაირწა ჰანგთა ფრთების
ნოტთ შრიალი ნაზად მწვავი...

ცაა ლურჯად შებურული,
სხივთ ფიფქები ცვივა მთვარეს,
თეთრი ჰიმნი სიყვარულის
ეფინება არემარეს...

თეთრი კაბით მოქათქათე
ვითარ თეთრი პატარძალი -
მეზმანები ნაზი მნათე
სპეტაკი და იდუმალი...

მწვავს ოცნება მიჯნურ ამურს
და სულით ვთოვ ნაზ ამბორებს,
ცის კოცნების ფერთ საამურს
გჩუქნი გულით მი ამორე...

მოგავს ღამე მუქლურჯ ზამბახს
გაშლილს სათუთ სიფაქიზით,
მის სიმშვიდის სულის ზღაპარს
გიძღვნით მუზავ სიაზიზით...

ლურჯ მუზიკის ჩანჩქერები
ჩუმი სევდით ათოვს თვალებს,
ვთრთი უხილავ მოფერებით -
სიოს ფრთები მჩუქნის ალერსს...

სურნელება მოაქვს ციდან
მთვარის სხივთა თეთრ მდინარეს,
შორეული სამოთხიდან
მესმს გალობა სულმდუმარეს...

კოსმიური სად ლივლივებს
სიყვარულის ოკეანე -
იქ ფიქრთ ვაცურ ოქროს ნავებს
მბრწყინ სანთლებით მოელვარეს...

კრისტალ თვალთა წამწამების
ვეტრფი ხამხამს და ლაჟვარდებს,
ნახე ცვივა კამკამები
ლურჯ ედემის ყვითელ ვარდებს...

ვუმზერ ცისფერ საოცრებას
და გულია გრძნობით სავსე,
მწვავს ცის ლურჯი ამბორება
და ტუჩების ვეტრფი ვალსებს...

-

მაინც ვეშვებ შავ მიწაზე,
ვიცი აქ სულ სხვა ჰობია,
თუმც ვერვინ მეტყვს ცის სინაზეს
ეს ჭაობი რომ ჯობია...

ამ სიშავეს მი თეთრ რაშებს
მივუსევ და ნუ გგონიათ,
მი ლურჯ ზეცის ნაზ თამაშებს
სდევს უკვდავი ჰარმონია...

ზეცაც ჩემი, მიწაც ჩემი,
ჩემია ეს სიმფონია,
მარადია მი ედემი,
უკვდავია მი გენია...

მი გულისკენ მიმავალი
ბილიკები იანია,
ლექსი ჩემთვის არის სახლი
სადაც ვცხოვრობ რა ხანია...

ვაყვავილებ წითელ ვარდებს
მი ოცნების ცისფერ ბაღში,
გულით გიძღვნით ფიფქთ ლაჟვარდებს
თეთრ გრძნობების მთოვი ბავშვი...

ისევ ისე ამ თეთრ ქარებს
აედევნოს ჩემი სული,
არსებით მსურს რომ მიყვარდეს
და ვაღმერთო სიყვარული...

ამ უკვდავი ჩუმი სევდით
რომ გავუყვე მდუმარ ქუჩებს,
მი გულს სურს რომ მარად გსდევდეთ -
გიკოცნიდეთ სათუთ ტუჩებს...

წმიდა ალთა წვა ღვთიური
შეელექოს თქვენს ნაზ თვალებს,
ლოცვისფერი სიყვარულით
მსურს გინთებდეთ ცაზე სანთლებს...

მი ლექსების სულის ამბორთ
მსურს გისევდეთ მუზავ გულზე,
ანაბეჭდი ციურ ბაგეთ
დაგაჩნიოთ მინდა სულზე...

საოცრად გავს ლოცვა კოცნას,
როს გული გრძნობს სულის წვიმებს,
სიყვარული დადის მორცხვად
და თეთრ ფრთებით აგვირგვინებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი