ამურის ფრთები
თეთრ რაშზე ამხედრებულ მზისშუბოსანსა რაინდს - კაშკაშით გაელვება საკვირველებად წამის, ზერგნა ბოროტთა ცთომილთ შეგფერს იდუმალ ამინს, ამობრწყინვალდი ცაზე მთიებო ლურჯი ღამის... გროსმაისტერმა ღმერთკაცმ სიწმიდე დაიფარე, გულები აუთრთოლე ედემის ნაზ მადონებს, თეთრო წმიდა გიორგი ამურის ფრთები შალე, სიყვარული მეფის და დედოფალი აცხონე... ღვთაებრივს მაზიარე მარადიულ სიმთვრალეს - ოქროსთმიან ანგელის რომ ვადიდო ნათება, მსურს ავენთო და მივწვდე ღვთის ტრფიალის სიმაღლეს, რომ არსებით შევერწყა მზის ოქროსფერ ხატებას... - სიმშვიდის იდილიურ ჰქრის ჰანგთა ჰარმონიად - ცათა სასუფეველის უცისფრესი მუსიკა, გულში სილაჟვარდეა და ღვთიურ სიმფონიად - სულის სიმებზე ვუკრავ ემოციურ კლასიკას... მდუმარ ნაზ სიყვარულის მაღალი ნოტა მესმის, მოდიხარ თეთრი მეფა ხელში წითელი ვარდით, ამ წამის წითელ ამბორს გააუკვდავებს ლექსი, მეცეკვეთ მიჯნურ მეფეს ცისფერ გრძნობათა ვალსი... ერთურთის ნაზ ტრფიალით შევშალოთ ეს სამყარო, თვალებში ვანთოთ ცეცხლი ღვთიურ კავშირად სულთა, ბროლის ჭიქებით შევსვათ მო უკვდავების წყარო და სიყვარულით ვიგრძნოთ მარადისობის სუნთქვა... ამურის თეთრი მუზა, ციერი თეთრი ლედი, მი თეთრი ანგელოზი, ედემივით ნაზი ხარ, ღმრთეებრიული სულის მი თეთრფრთაება მტრედი, მი თეთრი დედოფალი, მი აპოთეოზი ხარ... - საფერებლად ეგ თუთა თოვლისფერი თითები, საცქერლად ეგ თვალები, საოცნებოდ ღრუბლები, განცდათა აღმაფრენად გაშლა თეთრი ფრთაების, დასათრობად ეგ მოტკბო მიყვარს მთრთოლი ტუჩები... გულს რომ ლავად იწვის ეს მი სისხლი და სულია, იგ შენმა წმიდა დადაგ ცეცხლოვანმა ამბორმა, აფრთიანებს რაც უკვდავთ მხოლოდ სიყვარულია, სულის ფრთებით ჯვარცმული მოველი თეთრ აღდგომას... მზევ შენთვის უბოროტეს მეომრულ გახელებით - მი ხანჯალზე ავხატო სისხლი წარმწყმედ ძალების, სულის უბობოქრესი სტიქიურ გაცეცხლებით - მსურს წავლეკო ქვეყანა მძვინვარ იდუმალებით... ყოველივე ქართულის მცველი აპოლოგეტი - ქრისტეანულ თავდასხმით მრისხან შეტევას ვიწყებ, ვესვრი თეთრსა ხელთათმანს მე გალანტი პოეტი - მთელ მსოფლიოს რაინდულ წმიდა დუელში ვიწვევ... - ქართველს მტერთან საომრად კვლავ მანთებს ღვინო წითელი, უკვდავება იბრძვს მხარეს მოყმე მხნე ტარიელის, აროდეს დადუმდება ციერის ღვთივნათელი - მარადისი ხატება მებრძოლი მიქაელის... იდუმალებით მფეთქავ უსათუთესი გრძნობის მზე მარადის ენთება ქართულ ცაზე დიდებად, ნათლის ამობრწყინდება სული ივერთ ერთობის - საქართველო დაიცავს თვის დედოფლის ღირსებას... - სული შენთვის მთრთოლვარე და უთეთრეს ფრთაება - ეკლიან ვარდთ ლექსებად გიძღვენ ბედნიერებავ, შეიწირე მი გული უკვდავების ღვთაებავ - მასში ყოლა უგალობს შენს ნაზ მშვენიერებას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი