ლედი ავაზა
კეთილშობილი და გულმზიანი სულით ქართველი მანდილოსანი , ხარ ეშხიანი და შარმიანი კდემამოსილი მეფა ფრთოსანი... ეს ლექსი ტრფობის ნაზი ჰანგებით შენმა მშვენებამ აალამაზა, მოიდუმალო როგორც ქალღმერთი - შენ ხარ გრაცია ლედი ავაზა... სულცეცხლოვანი როგორც მწველი მზე - მთვარის სხივივით ალბათ ნაზი ხარ, მი თეთრ ოცნების ციურ მეჯლისზე - თეთრად ქათქათა კაბით დადიხარ... ელეგანტური და გალანტური ფაქიზი გულის ლედი გლამური - ვეფხი მუზა ხარ ეგზოტიკური და მიტომ გეტრფი თეთრი ამური... შენ სილამაზეს ნატიფად რწყმული უბრალოება გხდის სულმშვენიერს, მე სათნო მზერა მწამს სიყვარულის, შენი შეხედვა მხდის მზევ ბედნიერს... რიჟრაჟებსა და რიბირაბოებს შენი თვალების და წამწამების, პოეტი ვყვარობ ნაზ რაფსოდიებს შენ ბაგეების ღიმთა გამების... შენში თრთის ნაზად ზე ჰარმონია და სიყვარულის უცხო ბოგემა, შენი სულია ვით სიმფონია, შენი ხატება არის პოემა... ამ სადიდებელს ღვთიურ სინაზის ვწირავ შენს სათუთ არსების ავტორს და ცეცხლოვანი გრძნობით გიგზავნი ცეცხლოვან მუზას ცეცხლოვან ამბორს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი