0 25

ბობოქარი


ო ვენდეტა კვლავ იზიდავს -
მხნე ტრისტანი ებრძვის ზევესს,
ღაწვს იხოკავს მზე იზიდა,
იგ ნესტანი ელის მძლეველს...

-

ატლანტის და ბრგე პრომეთეს
ტიტანური ძალის მქონემ,
ოდისევსის ზიდოს მშვილდი ,
სურს მოსინჯოს თვისი ღონე...

ჰეროიკულ სულის სკოლა
გაიარა ჰერკულესის,
მგე დომინუსს სწყურის ბრძოლა
და აღება საჰადესის...

იაკობს და გავს იაზონს,
მწეველია მიოლნირის,
სამკაპს ართმევს პოსეიდონს
ახალ დროის გმირთა-გმირი...

ბობოქარი იწვევს ღელვას -
თვალს იდუმალს ახელს ჰორის,
ძარღვებში დის მგრგვინავს ელვა -
მეხებს ისვრის ვითარ თორი...

ეტლში შებმულ თეთრ პეგასებს
აქროლებს ვით ჰელიოსი,
მეთაურობს მებრძოლ ასებს
ოქროსფერი ანგელოსი...

მეფეს რისხვად და კურთხევად
მოაქვს ქვეყნად მზის მაღალი -
ნემეზიდას შურისგება
და თემიდას სამართალი...
კომენტარები (0)