ყმუის ალფა თეთრი მგელი


თეთრი ნოტა ქნარზე ფიფქავს,
ისმს მუზიკა ღამის მწველი,
ჩუმ და მდუმარ მუქლურჯ ტყიდან
ყმუის ალფა თეთრი მგელი...

სიოს ფრთებით ქარი დაჰქრის
და უმღერის ტყეს სიმღერას,
შიგადაშიგ ღრუბლებს კლაკვნით -
მელოდია ელვის სერავს...

ღამის მნათე ფიფქებს ბარდნის,
ტყე მთვრალია ნისლის ბანგით,
დედოფლობას თეთრი ვარდის -
ალფა უყეფს მეფურ ჰანგით...

ყვავის ყოლა იისფერად
და სიჩუმეს მზედ აკურთხებს,
ლურჯ ტყის სული მოგავს ფერად
ხავერდოვან ლურჯ სამოთხეს...

მის სიღრმეში მსუფევ ტბაზე
ნაზ ვალსს ცეკვავს თეთრი გედი,
ყმუილი ქრის ქარის ფრთაზე:
მოუხარეთ მეფას ქედი...

თეთრი მთვარე ცურავს ცაზე,
ნაზად იწვის ღამე ლურჯი,
იისფერი ნისლი მდუმ ტყეს
იდუმალად ხატავს ფუნჯით...

ტბას ეცემა სხივი მკვეთრი
და ვერცხლისფრად აკამკამებს,
სერაფიტას ფრთები თეთრი
ხატავს წყალზე ტალღურ რკალებს...

ხატავს მეფა ვალსურ როკვით
სულს ქარივით თავისუფალს,
ადიდს ალფა მუხლის დრეკით
იდუმალ ტყის თეთრ დედოფალს...

ეფინება მუქლურჯ არეს
თეთრ ნოტებად ცის არია
და ოცნება მოელვარე
ლურჯ ტყის სულის სიზმარია...

თეთრი მთვარე თეთრად ფიფქავს,
ჰქრის ლურჯ ღამის ჰანგი მწველი,
ეტრფის მეფას - მდუმარ ტყიდან -
ყმუის ალფა თეთრი მგელი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი