მე სიყვარული მეიმედება


არც დიდება, არც ძალაუფლება,
მე სიყვარული მეიმედება,
ამ გრძნობაში ვჭვრეტ თავისუფლებას
და მარადიულ შემოქმედებას...

მი სევდა მოგავს თეთრად ელვარე
ქათქათა ფერის ფარფატა ფრთება
ჰაეროვან და ნაზად მთრთოლვარე
თოვლის ინფანტას შემოფეთებას...

მშვიდად ლივლივა ლურჯ სიფაქიზედ -
სისათუთით და სინაზით მწვავი:
მი მიჯნურ გულში სულმოგიზგიზე
ცეცხლის ყვავილი მზესავით ყვავის...

მეწამულისფრად წამწამ-ხამხამა
ხატავს ზეცაზე ნატიფ დაისებს,
მოვა წვიმა და მორწყავს კამკამა
სულში კაშკაშა ცეცხლის აისებს...

თეთრი ამურის გალობა მთრთოლი
ჩემი ლექსიდან ჩუმად იგრგვინებს
და უკვდავების ნაზი ამბორით
სულმშვიდ გრაციებს დააგვირგვინებს...

-

ანგელოსების ფრთათა ვალსებით
ცით ეშვებიან ლურჯი ფარდები,
უცისფრეს სულის მწვავენ დასები,
სიჩუმეს თოვენ თეთრი ვარდები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი