ვეფხი მუზა
ვეფხის კაბიან გევხარ ამორძალს, მაგრამ ფაქიზი, მაინც ნაზი ხარ, თუმცა ბობოქარ მოგავ ქარიშხალს, ველური სულის ვეფხი ქალი ხარ... მიწიერ ანგელს გევხარ ციერი - ჰაეროვანი ნაზი გრაცია, ძუ მტაცებელის შენ გაქვს იერი, დი და თითქოს დუმს გრავიტაცია... ველურ ჯუნგლების მეფა ჯიქი და გულთმტაცებელი ნაზი ლედი ხარ, სული ლივლივა, შენ ხარ სტიქია, ცისფერი ალი, ქალი ცეცხლი ხარ... - ველურ გულების სულმოღრიალე მე პოეზიის მოტრფიალე ვარ, როცა თვალებში ცეცხლი ციალებ მიჯნურ ლომივით მოღრიალე ვარ... ეს გაზაფხულიც თითქოს ჯინაზე ცეცხლად მოსულა და გულს აქეზებს - მწველი სხივების რომ ვწრთვნა სინაზე და მოგეფეროთ სულით ფაქიზებს... თეთრმა ამურმა მინდა ანაზდად ამბორი გიძღვნათ და თეთრი ვარდი, ამ წამს ძვირფასო მიყვარხართ ნაზად - მი მუზა - ქალი ძუ ლეოპარდი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი