ამურული


ცისფერი ზეცის სავალსო ჰოლი -
ცენტრში ანათებ მეფა ქალწული,
თეთრად მორთული და ნაზად მთრთოლი -
პაემანს ელი მთვარის ასული...

ვერცხლის ჭაღიდან სანთლების ალი -
ოქროს დარბაზში ყვითელ სხივებს ცრის,
ანგელოსების ფრთათა შრიალის
და ჩუმი ლოცვის ირგვლივ ჰანგი ჰქრის...

ჯადოსნურ შუქით კამკამებს ჰოლი
და მზიურ ნათლით მნათე ამური,
ჰა შენსკენ მოდის დიდების მთოვი
ქარიზმატული მიჯნურთმიჯნური...

ამბორით ხელზე გესალმებათ ნაზს,
გჩუქნით გულიდან ღვთაებრივ ღიმილს,
და თეთრ პრინცესას თავს გადგავთ ლამაზ -
იისფერ ზამბახთ დაწნულ ლურჯ გვირგვინს...

ვიცი ხართ მორცხვი - თუმცა გაქვთ შანსი -
თქვენ ნაზ არსების თეთრ რევერანსით -
მოთოვოთ მეფამ ცის რენესანსი
და მეფეთმეფეს ეცეკვოთ ვალსი...

მოთოვეთ ვარდის სხივი კამკამა,
თქვენს მოლოდინში მეფის გული თრთის,
თეთრ კაბით კარით ნაზი კამარა,
გაზაფხულივით დაბზრიალდით მის...

ვერცხლისფერ ქნარზე ქრისტე ტრფიალის
გრძნობათა ვალსის ოქროს ნოტებს ცრის,
ანგელოსების ფრთათა შრიალის
და გულთ გალობის ირგვლივ ჰანგი ჰქრის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი