შვიდობოთი 19


ხატავს თქვენს ნაზ სახებას, ცაზე ხატავს თეთრ აისს, 
ანგელოსის ფრთებით თრთის, ამური თეთრ ვარდებს ცრის,
სინატიფით გაფურჩქვნილ - ქათქათა ედელვაისს -
თეთრ კაბაში შემოსილ თეთრ პრინცესას გავხართ მის...

მუზიკა სიჩუმის ჰქრის, და თრთოლვით მოკამკამე -
ცაზე თეთრად ნთებული გალობს შროშანი მთვარე,
მეცეკვეთ გრძნობით შეშლილს ამ ჯადოსნურ ლურჯ ღამეს -
ფიქრების ნაზი ტანგო მადმუაზელ ბარბარე...

ნახეთ ცაზე ხატავენ მნუსხველ ოქროსფერ ვალსებს -
კრთომით თოვენ კაშკაშა ვარსკვლავები ამბორებს,
თეთრი ტრფობის გამები ცვივა მთვარის თეთრ ვარდებს,
რომელნიც გიგალობენ - მიყვარხართ მი ამორე...

თქვენთვის ხატს თეთრ სამოთხეს თეთრ ვარდებით ამური,
სიყვარულის თქვენთვის ჰქრის ეს სიო საამური...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი