პირველ სიყვარულს
არსებით მზით სუნთქვას, იმ პირველ სიყვარულს, ვიხსენებ ქალღმერთთან იისფერ პაემანს, ის იყო ზმანება როს ცისფერ სიხარულს - მუქლურჯი ღრუბლიდან მათოვდა ღვთაება... - ლურჯ ზამბახს მოგევხარ და წმიდა იდეალს - გულიდან გიმღერ ამ ამურულ სიმღერას, მაგონებ ანგელოსს და გეტრფი ფსიქეა - მტაცებელ გრაცია ლედი ლურჯ პანტერას... ათინათთ ნარნარით თვალებში დადიხარ და გულზედ მადნები გრძნობათა კოცნებად, მი სულში სინათლედ ანთიხარ და თრთიხარ - ბავშვობის სპეტაკი ციერი ოცნება... გაკოცო ლურჯ სიზმრად შხამიან ტუჩებში - ჯადოსნურ ფერებით ჰაერში აგწიო, თეთრ მთვარით ანთებულ ქათქათა ღრუბლებში - ლაჟვარდის ფრთაებზე მინდა რომ გარწიო... ზეცაზე გიშალო ტრფიალის ჰამაკი, ციმციმით აენთო ტყის ლურჯი ფერია, მინდა ცის განახო ცისფერი ჰავაი, ეს გრძნობა ჩემს გულში ცეცხლივით მწველია... სულიდან ბრწყინებულ ბავშვური სიცილით - გიგზავნით გულიდან იისფერ ამბორებს, თქვენს ნატიფ ტუჩებზე ახატულ ღიმილის - წლებია მეტრფე ვარ მზეო მი ამორე... - ვიხსენებ სახებას სამებურ ხალიანს და თვალებს მიჯნურის ცრემლები მოდიან, ველური ძუ ვეფხვი მომწონხართ ძალიან - სათუთად მიყვარხართ ფრთიანო სოფია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი