სონეტი 1


ლურჯ ლაჟვარდების ტრფობისა და ნაზ სიყვარულის -
არ აიცილოთ ო არცერთი ცეცხლის ისარი,
მარადისობის ფრთები შალეთ და სიხარული
ვახაროთ ერთურთს რომ გაბრწყინდეს გულის ტაძარი...

ცისკრის ვარსკვლავი სიკაშკაშით არსებას წმინდავს -
მაგიურ გრძნობის გულს ანთება მე ძლიერ მიყვარს,
სულის თვალებში ჯადოსნური მზეები ბრწყინავს
და ზღაპრულია ყოველივე როდესაც გიყვარს...

მი ფრთაფაქიზი სერაფიტა და თეთრი მტრედი -
ქათქათა სულით მოციმციმე თეთრი ქალღმერთი,
მუზათამუზა ანგელოსი ციერი ლედი -
მი თეთრი მეფა დედოფალი - მიყვარხარ ქეთი...

-

ო ასეთია სიყვარულის გრგვინვა ლომური,
მარადისია სიყვარული თეთრი ამურის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი