საოცრების უბეში


ჯადოსნური წამია და თვალებს ელანდები -
ნაზ სახება იზიდა მოსილი თეთრ კაბაში,
თეთრი სასუფეველი მათოვს წითელ ვარდებით,
სულს უნდა გაგიტაცოს ლურჯ ზეცისკენ თეთრ რაშით...

-

ცის უმაღლეს მწვერვალზე - წაგიყვანდი ლურჯ კოშკში,
რომ იქიდან გეხილა სიკაშკაშე მთიების,
იქნებოდი პატრონი ქალღმერთის ოქროს ქოშის
და შენს ნატერფალებზე იყვავებდნენ იები...

შეგვმოსავდა ღმრთაება ქათქათა სამოსელით -
ღმერთზე ჯვარს დავიწერდით საოცრების უბეში,
ანგელოსურ დიდებით ცათა მანათობელი -
ვიქნებოდით სულწმიდათ ღვთაებრივი ნუგეში...

დილით ადრე კოშკიდან გადმოშლიდი დალალებს,
მოაფენდი მზის სხივებს მინაზებულ სამყაროს,
ედემის ზღაპრულ ბაღში მოუვლიდი ყვავილებს -
სადაც ვისეირნებდით ყოველ ღვთიურ საღამოს...

ავხატავდით ვარსკვლავებს ცაზე სულმოელვარეს -
ფრენით გადავსერავდით გალაკტიკურ ლაჟვარდებს,
სულით ავენთებოდი ამური ფიფქთმთოვარე
და მუზას ყოველ ღამე მოგიძღვნიდი თეთრ ვარდებს...

ფრთაქათქათა ანგელოს თეთრ ქალღმერთ მი დედოფალს -
მზეთუნახავს სახელად გიწოდებდი ნეფერტიტს,
ოქროსფერ ვუალებით დაფარულს და იდუმალს
გერქმეოდა მზე მეფა შენ მიჯნურის და მეტრფის...

-

მი სიგიჟის ბრალია და შენი მოზმანების -
ეს ღვთიური ხილვები დრომდე დაფარულისა,
ღვთაებრივი გრძნობების ასეთია ბუნებით -
ამურული ზღაპარი ციურ სიყვარულისა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი