ზღაპრისეული


ზღაპრიდან გამოქცეულ უფლისწულ ალადინმა -
მი ჯადოსნურ ხალიჩით მსურს გაგიტაცოთ ზეცად,
მი გულში გამომწყვდეულ ჯადოსნურ ლამპრის ჯინმა -
ამ ღამით მსურს გაქციოთ მთვარის თეთრ ნაზ პრინცესად...

-

ცაზე თეთრი სასახლე ჯადოსნურად ციმციმებს
და მის კოშკის სარკმლიდან მთელი სამყარო მოჩანს,
გითვლი მბრწყინავ თვალებზე მოხამხამე წამწამებს -
კოშკიდან ნაწნავ შვებულ სულმოკამკამე შროშანს...

მესვრი თეთრსა ზამბახებს სარკმლიდან ანთებული -
თეთრ ვუალით შემკული ნაზი შეჰერეზადა,
გულმზე თეთრი ამური თეთრი სულით ნთებული -
ნაზ ცისფერი ჰანგებით გიმღერ თეთრ სერენადას...

სიფრიფანა კაბაში ბრწყინვალებ შავგრემანი,
შენ სულის ნაზ მუზიკას ვუგალობ ტრფიალით ამინს,
ნიშნად სიყვარულისა - თეთრი იასამანი -
მინდა გულიდან გიძღვნა - უნაზეს მეფა ჟასმინს...

უნატიფეს შენ თითებს ვათოვ ფრთათეთრ ამბორებს,
მანთებს სათუთ გრძნობებით შენ თვალთა ათინათი,
ო ეს წამი მაოგნებს და სინაზით მაგონებ -
არაბეთის დედოფალ ნაზ მზეთამზე თინათინს...

ამბობ - სეზამ გაიღე და სამყარო შენია,
საგანძურის ფერებში შენი ბრწყინვის ფერია,
ღამე თეთრი აისით ცის ანთებაც შენია,
შენი გულის გრძნობები სიყვარულისფერია...

ქათქათა თეთრი მუზა ანათებ ლურჯ ზღაპრიდან -
ბლონდი და სიფრიფანა თეთრი კაბა გაცვია,
მთვარის თეთრი სასახლის კოშკის თეთრ აივნიდან -
ნაზად სულმონარნარე თრთი ციური გრაცია...

ღამეულ მუქლურჯ ზეცის ფრთაფაქიზ თეთრ ღვთაებას -
ვარსკვლავთა ქარავანი სუყველა შენ გიგალობს,
ამიჯნურებს გულმშვიდებს შენი მქრთალი სახება -
ნეტარია იგი ვის ნაზ სულიდან სხივთ წყალობ...

ღამის მდუმარებაში ქვეყანას ციდან ლოცავ -
გულთ აღვიძებ ოცნების ნათელი შეგრძნებებით,
მესმის ფრთათა შრიალი ფრთავერცხლილ ანგელოსთა -
ჰქრიან რომ აასრულონ შენ სულის ბრძანებები...

ოქროსფერ დალალიან სხივოსან მზეთუნახავს -
გმოსავს მარად მშვენებად სისპეტაკე თოვლისა,
შენთან მოსულ რაინდთა გზეებს მიზნად უსახავ:
სიყვარულის ღმრთაება უპირველეს ყოვლისა...

სინათლის ფიფქთ მთოველი ასრულებ ციურ სოლოს
და იავნანას უმღერ თეთრ სულთ ავარსკვლავებას,
არწმუნებ მეტრფეთ გულს რომ ჭეშმარიტება ბოლოს -
სიყვარულით ამარცხებს სუყველა ბოროტებას...

ათასმეერთე ღამის მითხრობ იისფერ ზღაპარს -
თვალებში წმიდა სული თუ ვით ადედოფალდა,
შეკედლებიხარ სულით ზეციურ ფრთათეთრ ტაძარს
და სპეტაკ ფიფქებს მათოვ თეთრი მზე ესმერალდა...

-

მაგიური სამყარო მი ცისფერი ლექსების
უმღერიან თეთრ ფრთაებს სასწაულის მთოვ წამის,
გულს ატყვევებ ავაზურ არაბული ცეკვებით -
ბოშა და თეთრი მუზა - ჯადოსნურ მზიან ღამის...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი