შვიდობითი 21


ცისფერი მონატრება მათოვს სათუთ ამბორებს -
ციურ ლურჯი პარიზის თეთრ სამრეკლოს ვრეკ ზარებს,
მი სულის ნაზ ცოლუკას გიხსენებ და ვაბოდებ -
ჩვენ იისფერ სამოთხის სულ სხვა სიცოცხლის ზღაპრებს...

მი შეშლილი გოგონა და ნაზი საოცრება -
შენ გაბუტულ ტუჩების შემორიგების კოცნა:
შენი სულის მუსიკა და მზიური ოცნება -
შენი გული მიყვარს და შენს სიყვარულზე ლოცვა...

წითელ ვარდის ფურცლებს ვცრი და ოქროს ქნარზე ვსახავ
ამური - მისის ბელა თქვენთვის ამ სერენადას,
თეთრი ურჩხული გიმღერ მი სულთეთრ მზეთუნახავს -
მი მუზა ბოშა ქალი მიყვარხარ ესმერალდა...

შენში სულმოგიზგიზე სიყვარულის სტიქია -
ამბორით გაღვიძება მიყვარს შენი ფიფქიავ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი