შვიდობითი 23


ქალი ვით ქარიშხალი და გრაცია ძუ ვეფხვი -
მოაპობ ნაზ ზმანებას გალანტურ მიხვრამოხვრით,
სულში მუზიკად დი და თქვენს ფრთიან ბიჯებს ვეტრფი,
გეტრფით ღვთაებრივ მუზას შორი დაგვით და ოხვრით...

-

ო თქვენ ვერ ხვდებით მზეო თქვენ გულის მოლოდინში -
სევდისფერ მონატრებით ვეწამე ვით - ამური,
ო თქვენ არ იცით ჩემო თქვენ სულის რომანტიზმში -
რაოდენ ვპოებ შვებას ფრთაჯვარცმული მიჯნური...

-

აგიტაცოთ ხელში და გაბზრიალოთ ღრუბლებში -
მოგისიოთ ალერსი - ავლივლივდე ტრფობის ზღვად,
მსურს შეშლილ სიყვარულით გეამბოროთ ტუჩებში -
გრძნობათ მთელი სამყარო მინდა გულით მოგიძღვნათ...

-

გიმზერ და ვგრძნობ უსაზღვროდ რომ გულს შეუყვარდები -
სიყვარულის აისებს თოვენ თეთრი ვარდები...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი