წვიმს
წვიმს, წვიმს, წვიმს... წვიმის წვეთები უნაზეს მუსიკას წერენ... მზიანი ლურჯი ღამეა და ცად აფრენას მოველი... შორეულ ნაზ ედემისკენ ფრთაები ფიქრთ მიმაფრენენ, ვიჭერ მთოვარის სხივებს და ამური ვთოვ ფიფქთ მოვერცხლილს... ნიჭი მომცა სიტყვის ღმერთმა სიყვარულის ჰანგად ქცევის - ურჩხული ვარ მაგრამ თქვენთვის უფლისწულად გადვიქცევი, წვიმად მოვალ მე თქვენს სულთან და თქვენს გულზე დავიქცევი, ხელს ჩაგკიდებთ და ჩვენ ერთად დღეს ზღაპარში გავიქცევით... მადმუაზელ სილამაზევ ხარ სინაზით მომნუხველი - მარად მინდა სულის გულში ტრფიალების ცეცხლად ენთო, დონა ბელა მი მუზა და ოცნება ხარ ფრთაშესხმული - ამ ნაზ ზღაპარს სიყვარულის მე შენთვის ვწერ ერთადერთო... მოოქროვილ თეთრ კარეტას შეკაზმულსა თეთრ ცხენებით და ბრჭყვიალა მუქლურჯ კაბას გიგზავნით ამ ჩუმ ლოცვებით, შეიმოსეთ ბროლის ქოში და აენთეთ ლურჯ მშვენებით, ზღაპრულ წვიმის სასახლეში მი კონკიას გელოდებით... ოდეს მოხვალთ და სინაზით მი თეთრ ედემს გაანათებთ - შეგაგებებთ ხელზე ამბორს და პრინც მეფის მზიურ ღიმილს, თქვენ სიმორცხვით აწითლდებით და ქვე დახრით ნაზ წამწამებს, მე კი სულნაზს თავს დაგადგავთ თეთრ კალებით დაწნულ გვირგვინს... ოქროს ღრუბლის ვერცხლის წვიმით ჯადოსნურ წამს გვიხატავენ - სიყვარული თრთის სივრცეში და ზღაპრულად დროს ანელებს, ანგელოსთა თეთრი ფრთები წვიმისაგან გვიფარავენ - ლურჯ ედემში კამკამებით წვიმს მაგრამ ჩვენ არ გვასველებს... ხო აქ ყოლა სასწაული და იისფრად ზღაპრულია და უგალობს იადონი ლურჯ იებს და წითელ ვარდებს, პოლარული ციალებით ცა ნატიფად ნამულია და ჯადოსნურ ცისარტყელას მწვანე ნისლის თოვს ლაჟვარდებს... ჩვენ ედემის მოჩანს ცენტრში ტბა და ვერცხლის შადრევანი - შიგ ერთურთის მოტრფიალე თეთრი გედნი ცურაოებენ, და შენა ხარ აქ ყველაზე მომნუსხველი შავგრემანო - მთვარის სხივზე შენი თმები მომუქლურჯოდ ციალებენ... წვიმს, წვეთები ნაზად ხატავს ლივლივ რკალებს კამკამ წყალზე, ბრწყინავს თეთრად შადრევანი და თრთის მთვარის ათინათი, მზე პრინცესავ ამ ოცნების შადრევანთან ვერცხლის ტბაზე - მო ვიცეკვოთ წვიმის ვალსი ლურჯ ტანგოს მწველ ხასიათით... ზღაპრული განცდით რომ მანთებს და მი გულს თქვენსკენ იზიდავს - თქვენ იისფერ ნაზ ბაგეთა სიმორცხვის კამკამებია, ათრთოლებ გულს ნაზი მზერით ღვთაებრივ სულის იზიდავ - შენი თვალები მეწამულ აისის წამწამებია... ვცეკვავთ - ვუმზერი თვალებს და თქვენს ტუჩებს ვეჩურჩულები: გესმით მუსიკა? - მუსიკა გულის სინაზის ჰანგების... გრძნობთ ძალას ნაზ სიყვარულის ნეტარ და ნაზ ჩურჩულების? - ო ანგელოსო, ფიფქივით, თქვენ ჩემს მკლავებში დადნებით... ძვირფასო - ნაზად მიყვარხართ, გესმით ამ გრძნობის ავტორის - და თავბრუდამხვევ წვიმის ხმის - ციური მწველი ალერსი? ცეცხლოვან კოცნად მაჩუქეთ - მაჩუქეთ წმიდა ამბორი - სიყვარულის იგ პირველი - ამბორი უმხურვალესი... თვალებ და გულმინაბული თრთოდე ნაზად მი მკლავებში - წვიმის მუსიკა ცით ცრიდეს ნაზ ჰანგებს ცისფერ ლოცვების, ჩაგხედო მოციმციმე და შეყვარებულ ნაზ თვალებში - ჯადოსნური მსურს მოგვესმას გალობა ანგელოსების.... ნაზ სახეზე მიგეფეროს მთვარის თეთრი ათინათი და შენს სულში ნაზად თოვდეს სიყვარულის რენესანსი, ორი გული ერთად ფეთქდეს ლურჯ ტანგოს მწველ ხასიათით - შადრევანთან მსურს ცას მივწვდეთ ნაზ ტუჩების ნაზი ვალსით... ედემს აქვს ნაზი ბუნება და თუკი გრძნობას ინატრებთ - წვიმის წვეთების მუსიკა სულში სიყვარულს წვიმს და წვიმს, სულიდან გჩუქნით სინაზეს, მე მთელი გულით გინატრეთ, მი ზღაპრის ნაზი პრინცესა, მი კონკია ხართ სანამ წვიმს... წვიმის წვეთები მღერიან ჩვენს თეთრ ედემზე ნაზ ზღაპრებს - მიხარის თუკი მოგგვარეთ ღიმილი სიხარულისა, ვიჭერ ამური გრძნობების სხივთა მოვერცხლილ ნაზ გამებს - როცა წვიმს, მხოლოდ თქვენ და... მუსიკა სიყვარულისა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი