შვიდობითი 24


მიწოლილხარ ტბის პირას მუზა ვით სირინოზი -
ჯადოსნური ნათელი აწყდებ შენს მზიურ სხეულს,
უბრწყინვალეს სახება ანათებ ანგელოზი -
მი იისფერ ზმანების ხილვას სამოთხისეულს...

თითებში ათამაშებ და ლოცულობ თეთრ ვარდზე -
სიყვარულის ალებით გიელვარებს თვალები,
ვუმზერ სიცოცხლის სუნთქვას - გეფინებ მთრთოლვარ მკერდზე -
მბზინვარე ჩანჩქერებად მოლურჯო დალალები...

ოქროსფერ აკვანს ურწევ თეთრ სიზმრებში აფრენილ -
ოქროსთმიან ბიჭუნას სულმნათე მარიანა,
მომნუსხველ და უტკბეს ხმით სიჩუმეში განფენილ -
ღამის ედემს უგალობ უნაზეს იავნანას...

-

შენახარ მი სამოთხის ფრთალურჯი სერაფიტა -
მატყვევებს ნაზო ღმერთავ შენ ფრთათა თეთრად ფიფქვა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი