სონეტი 000
მი სალოცავი ო ხატია შენი სახება , შენ თვალთა ღიმი ჩემში ციურ სიყვარულს ბადებს , ღაწვზე ცვენილი ო მაგიჟებს ეგ ხალთ სამება , შენი თმებია ბორკილები - სულზე რომ მადევს ... შენდამი მტრფობი მთრთოლი სუნთქვით და ნაზ მისნობით - დადაღულია სიყვარულით მი გულის ნება , მე დაჭრილი ვარ ლურჯ ოცნების მარადისობით - ო ჩემი სული შენს ბაგეზე ფიფქივით დნება ... მე ვდევ გულის ხმას - გრძნობის ფრთები შეგასხა მნებავს , შენთვის ახატულ ლურჯ ედემის ევა მსურს გერქვას , თმაში გაწნავდე ცისარტყელას ფერების გზნებას - მსურს სიყვარულით რომ გინთებდე თვალების მწვერვალს ... - ამურმა კრძალვით მინდა გკითხო მი გულის მეფას - გსურს ერთად მივწვდეთ მიჯნურთა ფიცს და უკვდავთ ზეცას ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი