შვიდობითი 26


შენს თვალებთან მოველი მოიისფრო პაემანს -
ვიცი გულს ამითრთოლებს შენი ნაზი სახება,
სპონტანურად გაჩუქებ თეთრ კომპლიმენტს შავგრემანს,
შენი გულის სიყვარულს შევავედრებ სამებას...

ზღაპრული და ბავშვური მქონე მშვენიერების -
მე ძლიერ მწამს ამ გრძნობის ნაზი უბრალოება,
უსათუთეს განცდების ამურული ფერებით -
იმედი მაქვს მიწვდება მზეს ჩვენი სათნოება...

ალბათ დავმალავ ვერა - ნაზ აფორიაქებას -
ამაღელვებს ფაქიზად შენი შემოფეთება,
ციური ემოციით სულის აფრთიანებას -
მოუთმენლად მოველი შენ თვალთ შემონათებას...

ნათლით დაგვაგვირგვინოს შევთხოვოთ მზე ნარიმანს -
ნაზი თრთოლვით მოველი მუზავ შენთან პაემანს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი