შვიდობითი 28
სანამ ლურჯ პლანეტაზე ყვავილნი ყვავილობენ და ღამის მუქლურჯ ზეცას ვარსკვლავნი ანათებენ, ვიდრე ნაზი ამურნი სიყვარულით ლოთობენ და მიწაზე წმიდანნი ღმერთს გულით ატარებენ, სანამ მზე და მთოვარე დღე-ღამეს მეუფებენ და ნათლის გამოსცემენ სხივოსნურ ელვარებას: "ვიდრე ეს ცა და მიწა ერთმანეთს უყურებენ - მანამდის ჩვენს ღვთიურ სულთ ერთურთი ეყვარებათ"... - ნაზ სულის სატრფოსათვის გულიდან შეწირული - ღვთაებრივი იგ აღთქმა ღმერთკაც მახარობელის, ასეთია შეფიცვა იდუმალ სიყვარულის - მნათე მთავარანგელოზ მიჯნური გებრიელის... - ინებე მიჯნურობა უკვდავებით განსრულდეს - სიყვარულო ძალსა შენს არრა არს არ ძალუძდეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი