შვიდობითი 29
ლილიისფერ კაბაში მობრწყინვალე მაოგნებ - მოლანდება და ხატი კოსმიურ ლურჯ პრინცესას, ზამბახურ სულის მეფა ნაზ მშვენებით მაგონებ - უკვდავების ლურჯ ფრთება უნაზეს ამურესას... - მარადისობის სულის ლურჯ ალებად ანთებულ - ამბორებით ვანთებდე ჩვენს ცეცხლოვან სიყვარულს, ეკზოტიკურ ნათელის ზოდიაკს მინაზებულს - მინდა მივწვდეთ სიმშვიდეს სამოთხეში შეფარულს... - ერთმანეთში ჟონავდეს ბაგეების აბსენტი და ნირვანულ ნისლებმა გვშთანთქას იისფერულით, მსურს რომ გული აენთოს მზიურ ტემპერამენტით და მი გრძნობა აგიხსნა კოცნისფერ სიყვარულით... - ერთმანეთში შთაინთქას ლურჯი და იისფერი - მინდა სულის შევიგრძნო შენი სუყველაფერი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი