შვიდობითი 31


ღრუბლებს აოქროსფერებს ოქროს სხივნი მზისანი -
ელვარე ცა ქათქათებს სინათლის ცეცხლის ფრთენით,
ღრუბლებზედ მოკაშკაშე მოჩანს მზისშუბოსანი -
მოყმე თეთრი მხედარი ყალყზე მდგარ თეთრი ცხენით...

აწყვეტს ელვებს თეთრ ღრუბლებს იგ მებრძოლი მზიური -
აღებინებს ქერუბიმთ ედემის ოქროს ჭიშკრებს,
ჯადოსნურად ბრწყინვალებს ცეცხლოვანი ამური -
ოქროს მშვილდი უჭირავს და ისვრის ცეცხლის ისრებს...

სულით ამზეებული ოქროს ანგელოსები -
ოქროსფერ სამოთხეში სიყვარულს უგალობენ,
ცეცხლის ფრთაებს არხევენ ნაზი ამურესები -
ღრუბლებში ოქროს ქნარზე ოქროსფერ ჰანგებს თოვენ...

-

ოქროს ღრუბლიდან ცეცხლის ელვით მუდამ იგრგვინებს -
თეთრი ამური ათოვს გულებს ოქროს გვირგვინებს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი