შვიდობითი 46


ოქროსფერ სხივებიან ცეცხლოვან ბრწყინვალებით -
მზის ამოსვლა ხარ ჩემში და ფლობ უსაზღვრო ძალას,
გარშემო მოგდგომია ნათება ცისარტყელის
და თვით სინაზეს გევხარ ფერების დედოფალა...

-

ამურულ მსუბუქ სულის ფრთაებგაშლილ კამარით -
ვფრენ ზეცადა ღრუბლებში და ზმანება მზიური:
მეწამულ სილაჟვარდის ცეცხლოვანი ამბორით -
ნაზად მკოცნი ტუჩებში ანგელოსი ციური...

-

სამყარო ჩვენს გარშემო მაგიურად ტრიალებს -
სულს სამოთხე ყვავილობს და პეპლები ფრინავენ,
ჯადოსნურ სიყვარულის კარუსელი ბზრიალებს -
ყოველივე ნაზდება როს ფრთაები გრგვინავენ...

-

ხედავენ და იწვიან და სიყვარულს ხატავენ -
შეშლილები შინაგან მუზიკაზე ცეკვავენ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი