მი უშენობა
მი უშენობა მონატრებაა მე რომ მაგიჟებს და ეს სიგიჟე თქვენამდე მომაქვს შეშლილის ფრთებით, ვერ გაექცევით მი ამბორების ცისფერ საგიჟეთს - მთელი სამყარო მინდა გაჩუქოთ სულზე ფერებით... თეთრი ფიფქების თეთრი ბუნება ნაზ სიხარულით - როგორც ვიცი რომ თქვენთვის უთეთრეს სამოთხეს მოთოვს, ეგრეთ ვიცი რომ სუყოველთვის ამურულ სულით - აგინთებთ იმ მზეს სიფაქიზეს და სიყვარულს რომ თოვს... გინატრებთ ხოლმე და ცად ენთებით მის სილამაზე - მი სულს ატყვევებს თქვენ ყავისფერთვალთ იდუმალება, ნაზ ზმანებებად ფიქრებში მქროლი ყოველს ანაზებთ - თქვენ და თქვენ წამწამთ ცისარტყელების აციალება... და თქვენი გული, ო თქვენი გული სათუთო ბავშვო - ო ისე მიყვარს, ო ისე მათბობს ვით თვით სინაზე, და თქვენი არსი მი არსებაში ო ისე ანცობს - ვით ანგელოსი გულებს რომ ხატავს ორთქლილ მინაზე... თქვენს სამყაროს და სულის ნაზ გრძნობებს ო ისე ვჩემობ - როგორც სიყვარულს ჩემობს მი გულის ქნარის სიმები, ო ისე ძლიერ და ისე ნაზად მიყვარხართ ჩემო - როგორც ყვავილებს უყვართ ალერსი მზიურ სხივების...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი