გულს სურს უყვარდეთ
სად არწივული ფრთები უშლია რაინდულ სულის მგე საქართველოს და მდუმარებით ცას შეწირული ათასწლეულთა ქრიან ფიქრები, იქ სიყვარულის ჩანგი უპყრია კავკასიონის მფარველ ანგელოსს და მთოვი არის თეთრ ფსალმუნებით მარადისობის თეთრი ფიფქების... - მიჯნურობითა გულდადაგულო ფრთაებქათქათა სულო ქართულო ნეტარი არის შენს ცხრათვალა მზის შესვავს ვინც ღვთიურ წმიდა ცხრა წყაროს, ღმრთის იდეალის უკვდავსაყოფად ადიდებულო გულო ჯვარცმულო - შენ გაანათებ ცისარტყელებით და მბრწყინ არსებით მთლიან სამყაროს... ჩამოიქროლებ ელვარ ღრუბლებზე სულთავისუფალ თეთრ მუსტანგებით და ცას დაამჩნევ გრგვინვით ნაკვალევს ოთხი სტიქიის ალაჟვარდებად, მზიურ სამების ოქროსფერ ქნარზე ამღერებულო ოქროს ჰანგებით - ენავ ქართულო ცეცხლოვან ჯვარზე შენ იყვავილებ წითელ ვარდებად... - ერთადერთ კანონს სიყვარულისა თავისუფლებით ემორჩილება - ჯვარში ერთდება ზეცა და მიწა და ღმერთკაცს ბადებს წმიდან მმართველად, სულმზევდება და მიჯნური გულით სრულყოფილებას ეჩურჩულება - ნათლმატარებელ მეფურ და მოძღვრულ დაბადებულა ვინც კი ქართველად... გულწმიდა მზიურ წინასწარცნობის და შთაგონების აცეცხლებაში - უმსუბუქესი ფრთაებით მიჰქრის უზენაესი სინათლისაკენ, იდუმალი ხმა ღაღადებს ჩუმად შემოქმედების ბრწყინვალებაში და ყოველ ღვთის შვილს მოუწოდებს თვის ზეღვთაებრივი სიმშვიდისაკენ... - პოეტი თუ ხარ, თუ ამური ხარ, ან ბავშვი თუ ხარ, ან თუ ხარ გიჟი, ან ყოველ ნებას შენი სულისას მიჯნურობისა ცეცხლი თუ ერთვის, თუ სამართალი ამოძრავებს გულს და მის გარეშე არ ძალგიძს ბიჯი - საკუთარ თავის ღმერთი გქვია და შეუძლებელი არრაა შენთვის... --- მარადისობის თეთრ ეკლესიამ ტრფობის შემასხა თეთრი ფრთაები - ვხედავ და ვიწვი ღვთიური ცეცხლით მზიურ სიყვარულს ნაზიარები, გულში ბობოქრობს გრძნობათ მეუფე მიჯნური სული თეთრი ღმრთაების და თეთრ ქალღმერთზე შეყვარებული გულანათრთოლი დავიარები.... სულცეცხლოვანი თეთრი რაშებით ცაზე მქროლი და მწველ ისართ მსროლი - მარადიული ბავშვი ამური ჩემი ლექსიდან მუდამ იგრგვინებს, ასუფევებულ უკვდავ რითმებით სიყვარულისთვის მარად მებრძოლი - მი სულს შევწირავ და ჩემი ქნარით მე კავკაზიას დავაგვირგვინებ... - გალანტი მეფე თეთრი გიორგი ცად ვქრი ჭენებით თეთრი ცხენების და მთოვარი ვარ სულის ქნარიდან თქვენთვის ძვირფასო ღვთიურ ჰანგების, უმანკოება სოსანისა და უჭკნობი სული უკვდავ მშვენების - მგე გებრიელმა დაგანათლოთ და მოგახაროთ ნაზს ღვთიურ განგებით... უსაბამოო უძრავი ღმერთის გარშემო იძვრის და ძესთან ერთად წმიდა სულისა ძალითა სუნთქავს მთელი სამყაროს ყოველი არსი, მო საქორწინო ნაზ სიყვარულის თეთრ სამოსელში მოირთეთ მეფავ და ცისფერ ჰოლში მიღმიერ ფიქრთა მეცეკვეთ მეფეს გრძნობათა ვალსი... სისაოცრეში უიდუმალეს შენ ნაზ ყავისფერ მზიურ თვალებზე - არ მეგულება მთელ ქვეყანაზე თქვენს ფაქიზ გულზე უსაყვარლესი, ჰაერში გწიოთ ნაზ ტრფიალებით და დაგარწიოთ ცისფერ ღრუბლებზე - მწყურის ბაგემან ნატიფ ტუჩებზე გთოვოთ ალერსი უმხურვალესი... ცისარტყელებით გადანათოვ და გასაოცრებულ გრძნობების ბაღში - რაც გაგიცანით თეთრი სამოთხის უჯადოსნურეს ვფრინავ ზღაპარში, ზღაპარში სადაც ვეთამაშებით სიყვარულის მზეს - ჩვენ - ორი ბავშვი, ჯვარი მაქ მუზავ თქვენზე წერილი ცის თეთრ ოცნების ცისფერ ტაძარში... ნაზ სიყვარულით გულგაბრწყინებულ ნათელი სულის მი ამურესას - შეყვარებული თეთრი ამური გიგალობთ გულით თეთრ სერენადას, გიგზავნით ტრფობით უნაზეს ამბორს შველივით ფაქიზ ნიამორესა - ათასერთ ღამის სულის მზე სატრფო მი ნაზ დედოფალ შეჰერეზადას... მთვარის თეთრ შუქზე წითელ ვარდისთვის მგალობელ ბულბულს - მოგავს სამყარო გულში გადაშლილ უკვდავების წიგნს სიყვარულისა, სადღაც შორიდან როს ცა მოგიტანს ანგელოსის ფრთის უთეთრეს ბუმბულს - სულს ჩაიკარით და ღმერთს უძღვენით საგალობელი სიხარულისა... - ღვთისმშობლის გული - სასუფეველი მარადიული ღვთის ტაძარისა - ღმერთის თვალები უსასრულო და სამყაროსხელა გრძნობის მთოველი, და ვით მწვერვალი არს სიყვარული მიწიერის და ზეციურისა - იმ სინაზეთით მინდა მიყვარდეთ ვითარ ღმერთს უყვარს მზე ღვთისმშობელი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი