სონეტი 3


თავს ჯიღებ დგმული იდუმალი გვირგვინოსანი -
სისხლიან სამოს შემოსილი მოყმე მხედარი :
უფალთუფალი მეფეთმეფე  მგოსანთმგოსანი -
მოალს ღრუბლებზე თეთრი ცხენით თეთრი მენცარი ...

ხელში უჭირავს რკინის კვერთხი ღვთიურ მცნებების
და მწყემსავს ერებს მაცხოვარი ცხოელმყოფელი ,
ბაგეთგან მთოვი ორლესული ცეცხლის ენების -
იმორჩილებს და მუსრავს ყოველს ყოვლისმპყრობელი ...

ოთხი სტიქიის და სამ გამის მგე მბრძანებელი -
გამზეებული სიყვარულით და ქარიზმებით :
ცეცხლოვან თვალებს აბრიალებს ცეცხლისმფრქვეველი -
მოსდევს მგეს უკან ანგელოსთა თეთრი რაზმები ...

-

მღელვარე ზღვები - ქედს უხრიან მომავალს მთები -
ცაზე აენთო ახალ ერად ცისკრის მთიები ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი