თათიას


უსაოცრესი მშვენების თქვენ სულის ნაზი სახება -
გრაცია მზეთამზე მუზის მი გულში ხატად ანთია,
მტოლვარ ლოცვების ფერებით ვეტრფი თქვენს ღვთიურ არსებას -
გიგზავნით ფრთათეთრ ამბორებს მი დედოფალო თათია...

თოვა და თრთოლვა თეთრ ფიფქთა და სიქათქათის ნათება -
თქვენს უსათუთეს სახელში ათასი ათინათია,
ბაგეთა ანაბეჭდებად მსურს ყელზე გაბათ ღვთაებავ -
მწველ კოცონებად კოცნების ალერსის მძივთა სათია...

-

ხუჭუჭავ ქალი ოცნება მი ფიქრში ესმერალდდებით -
მატყვევებთ ღვთიურ ღიმით და მომნუსხველ ბოშურ ცეკვებით,
როდესაც ნაზად მიცქერით ვთრთი და საოცრად ვმშვიდდები -
თქვენი არსების მზე მანთებს ნეტარების ნაზ ფერებით...

ცეცხლის ისარის დამატყვეთ გულზედა ნაიარები -
შეშლილი თქვენ სიყვარულით მუსიკის ჰანგს ცად მივყვები,
ერთურთის გულის ტუჩების ნაზ გრძნობას ნაზიარებნი -
ჩვენ ერთად მზიურ მწვერვალთა მწამს უკვდავებას მივწვდებით...

-

მიჯნურ სულიდან სინაზით თქვენდამი ჩემი ტრფობაა -
ღვთიურ ლურჯ ცეცხლით გულის წვა და თრობა ტკბობით მაგ სახის, 
მიზიდულობა თქვენდამი ისე ლამაზი გრძობაა -
ვით თრთოლვა ნაზ სიყვარულით და პირველ კოცნის ცახცახი...

ვარდივით გულფაქიზი ხართ და ზამბახივით ლამაზი -
თუთა ბაგეთა ამბორით და თვალებ დასაკოცნავი,
მი ქალი იდეალი და მი გოგონა ხართ სულნაზი -
ისე მიყვარხართ ვით მლოცველს უყვარს ღმრთის ხატ-სალოცავი...

შვენიერ თეთრ ანგელოსის გაქვთ ღვთაებრივი იერი -
მი სიყვარული დაგარქვით და მი ცის მზე ერთადერთი,
ვეფხქალი ამურესა და მუზათამუზა ციერი -
მი მეფად მწამხართ ოცნების ფრთათეთრი თეთრი ქალღმერთი...

-

ყვავილი სიხარულისა თვისი ბუნებით მზიური -
გაუკვდავებულ გრძნობათა უჭკნობი მშვენიერება:
ცეცხლი ლურჯ მარადისობის და ემოცია ღვთიური -
მი სიყვარული ლტოლვაა გაჩუქოთ ბედნიერება...

---

მი თვალებში ღვიძებისთვის ტრფიალების მზიურ მუხტის
და თქვენს მიმართ ნაგრძნობ უცხო კავშირისთვის სულთ ზღაპრულის:
ვინაიდან დამნაშავე ხართ ჩემს მიმართ ყველა მუხლით -
მსურს მი გულის მოგისაჯოთ სამუდამო სიყვარული...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი