შვიდობითი 32
სინაზით მათრობელავ ფრთაფარფატა გოგო ხარ - სულის სატრფო ფსიქეა მი ცის წმიდა მუზა ხარ, სრულად მშვენიერი ხარ და საშინლად მომწონხარ - ფაქიზად საკოცნელავ სათუთ გრძნობით მიყვარხარ... დედოფლის მოსახელე თმახუჭუჭა თამარი - თრთიხარ მი ოცნებებში მზიურ ანგელოზივით: შენ გიგალობს მი გულის ამურული ტაძარი - მსურს სულზედ გეამბორო სიყვარულის მოტივით... იისფერ სასუფევლის ნაზ განცდების მუზიკით - ავამღერო ფერებით შენი გულის სიმები, მგრძნობიარე ტუჩების ტანგოსფერ რომანტიკით - "მსურს ყელზედა აგასხა ნაზ კოცნების მძივები"... ცახცახები ავხატო შენს სხეულზე თითებით - შენს ბაგეზე ავანთო მწყურის ცეცხლის ხილვები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი