მსურს მიყვარდე


ღვთიურ მუზიკად გულს ანთებული
მი ჰარმონიის მელოდია ხარ,
ოცნების ცაზე მზედ ბრწყინებული
მის სისათუთევ ნაზად მიყვარხარ...

ანგელოსივით სულფრთაქათქათა
უნაზეს არსის თეთრი მუზა ხარ,
თეთრი ქალღმერთი გულისა თათა -
მი სიყვარულის - ნაზი მეფა ხარ...

-

ვით ბულბულს უყვარს წითელი ვარდი
და მთვარე უცქერს ფრთალურჯ პლანეტას:
ნება მომეცი ისე მიყვარდე -
ვით რომეო ეტრფს თვის ჯულიეტას...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი