სონეტი 4


უთეთრესი ვით ფრთაქათქათა ედელვაისი -
უნათლეს სულის მანცვიფრება თეთრი ქალღმერთი,
მოთაყვანე ვარ შენ სპეტაკ თვალთ აის-დაისის -
სამყაროეთის მანათობელს გეტრფი თვითერთი...

ხარ უნაზესი მონაზონი მუქლურჯ მონასტრის -
სიცოცხლით ყვავის ყოველივე როცა შენ ბრწყინავ,
ცის თეთრ დედოფალს სულიერი ყველა შეგნატრის -
უსათუთესი შენი შუქი ყველაფერს ჩრდილავს...

მზეთამზე მუზას გეფინება გულმკერდზე თმები -
ოქროსფრად მბზინავ უელვარეს სხივთ ჩანჩქერებად,
საოცრებაა შეხება შენ ცეცხლოვან ფრთების -
შვენიერების ხატად ხარ და სახიერებად...

ცეცხლოვან ფიფქებს არსებიდან ფიფქავ ფიფქია -
ციურ ალერსით გეამბორო ჩემი ფიქრია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი