ჩემი თვალები სიყვარულს თოვენ


გულით ვნეტარებ, მჩუქნის ალერსს ცა სიფაქიზისა,
ვუსმენ მუსიკას, ვცნობ სიყვარულის ჩემში მგალობელს,
არსით ვატარებ, ფიფქები თოვენ წამს სინაზისა,
ვეტრფი კლასიკას და სასუფევლის ცის საგალობელს...

-

მე, თეთრი ლომი, მსხვერპლზე გამოთვლილ ზუსტი კამარით,
სულიდან სულში ვაკეთებ ნახტომს... მერიდე, თორემ!..
ამურის რისხვით, შენს გულს გავაპობ შხამიან ისრით...
შეგიყვარდები!.. ჩემი თვალები სიყვარულს თოვენ..!

ქსელებში ტრფობის მინდა გაგაბა და მსურს რომ გრძნობდე,
მე ვარ ოცნება სულ რომ გაწამებს... ჩამხედ თვალებში!..
შეგინთო ცეცხლი, რომ სიყვარულით ვით მზე იწვოდე,
მსურს აალდე და ნაზი ჩამადნე ამურს მკლავებში..!

ცის პატარძალი, შენ ასე მორცხვი და უკარება,
მიმიღებ მიჯნურს - სიზმრად რომელშიც - გულს ვეპარები?
სულის ამბორით და ნაზ ალერსით შენი ფერება,
ხელთ ატაცება, მსურს გატაცება შენი ზღაპრებში..!

უუსათუთეს ნეტარ ზმანებად თრთი ფიქრის ფრთებზე -
სახემწყაზარი თეთრი ქალღმერთი ოცნებისფერი,
აჰა თვალებით - ტუჩებზე ყელზე მკლავებზე მკერდზე -
ღვთიურ სხეულზე გადნები მწველი პირველქმნილ მზერით...

ნაზ ნეტარების ალთა მორევში ცეცხლით იწვიან -
გულნი გაბმული ნაზ სიყვარულის ოქროს ბადეში,
მოდი შევცუროთ ციურ ნირვანას ოქროს ნისლიან -
მწველ და ცეცხლოვან - მზიურ სინაზის ოკეანეში...

მო მივწვდეთ იმ ცას - გულის ალების კრისტალურ ვალსით
ცეცხლოვან ტანგოს მწველ ხასიათით დადაგულები:
ერთიმეორის მთელი არსების უღრმესი განცდით -
სად ერთმანეთში ილივლივებენ ჩვენი სულები...

ცეცხლოვან გრძნობის ალისფრად მდაგველ ნატუჩარებად -
მსურს დავაჩნიო შენს სულს კოცნების ანაბეჭდები,
იდუმალებით ღრმად დადაღულნი მზეს ზიარებას -
მსურს მარადისად სიყვარულს მთხოვდნენ ცეცხლის ბეჭდები...

მხურვალე გრძნობით ვსვა ტკბილი შხამი შენი ბაგიდან
და ჩემი სული მსურს მოიწამლოს შენ მწველ არსებით,
ცეცხლისა ლავად მსურს დავიღვაროთ ერთმსუნთქ გულიდან
და სიყვარულში მინდა ჩავიხრჩო შენი ალერსის...

სულის განცდები ნაზ სიყვარულით გრძნობას ამხელენ
და უდავოა უთქმელს შევიცნობთ ნებით განგების,
ეს ამბორები უცხო სამყაროს ხილვებს გასცემენ
და გულს ავსებენ ლურჯ ნეტარების მზიურ ჰანგებით...

უუნაზესო გესმა სულიდან ნანა ტალღების?
გწიე ჰაერში? ცეცხლის ალერსით ზეცად მიმყავხარ!..
- ღვთიური ლტოლვით გადნებ ტუჩებზე!.. თრთიან ალები...
გულთან ჩურჩულის ფრთათა ამბორით ვფიფქავ - მიყვარხარ..!

-

ცეცხლის სპეტაკი და მაგიური იდუმალებით -
სულანთებული ფრენენ ფრთაები ოქროს ღრუბლებში,
უსაბამოთგან გადმოფრენილი მწველი ალები -
ტრფობით იწვიან და ციმციმებენ გულის თვალებში...

ანგელოზები სიყვარულს თოვენ, თითები მომე,
ნაზ სიყვარულით შენს მოლოდინში თითები თრთთიან...
შემახე სული, გულით გულს, ზეცას შეეხე თორემ,
ვერ აიტანენ - ანგელოზები - შეხედე კრთიან...

მყავხარ ფიქრებში და ცისარტყელას ხიდს ვდებ შენამდე,
მე გრგძნობ ზეცამდე, და იმის იქით განგიცდი თათა,
მსურს გაგიტაცო ცათა ცისაკენ და იმ ხედვამდე -
სად ჯადოსნური სუფევს სინაზე - ფრთაებქათქათა...

-

მი ნაზ დედოფალს უკვდავების მზე აგინთოთ ცაზე -
მარადისობის ფრთები შეგასხათ და გაგახაროთ,
გულმიჯნურ ამურს მსურს აგიყვანოთ მუზა მწვერვალზე,
რომ დაგინახოთ, რომ შეგიყვაროთ მთელმა სამყარომ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი