"ქართველობა ძნელია - მაგრამ აუცილებელი"
გულთავისუფალს სჯულით და არსებით მართლმადიდებელს - ძარღვებში დასდის ცის სული და უკვდავებით მთვრალია, რეაქცია აქვს ღვთიური მარად სიკეთის მძიებელს - ქართველი ბობოქარი და ბოროტებაზედ მწყრალია... უშიშარ რწმენით მსუფევი მამაცი მეომარია - ქართველობაო ძნელია - მეფეთმეფური ჯვარია, ვით ქრისტე კაცობრიობის მარადი მეგობარია - ეგრეთ ქართველი უმღერის ციერ ერთობის არიას... სიმართლის ელვარ სინათლით ქართული მეფობს სინდისი - უცოდველობის სულია და წმიდა ნების გაგება, დიადთა ღვთიურ თვალებში ბრწყინვალებს მზე მარადისი - ქართველთ სიწმიდე გულია და სიმართლეა სამება..! - გულმგალობელ ფრთიან სულთა და ნაზ ყვავილთ საანგელო - "არწივების და გმირების სამშობლოა საქართველო", უსაბამო ცით შვებული "წმიდათ ჯაჭვი უწყვეტია" - ქართველთ ღმერთი სიყვარულის რაინდი და პოეტია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი