შვიდობითი 000


ქართველი ზე მეობით და სულით იბადება -
გულით ალალს ამშვენებს ღვთაებრივი გრაცია, 
ოდითგან სიმართლისთვის სჩვევია თავდადება -
ქართველი იდეალად მაღალ ღმერთმა აქცია...

ჭაბუკობაში მოყმე მიჯნური ვაჟკაცია -
ნათლმოსილი მეტრფეა ღმრთის უსაბამო სიბრძნის,
ბუნებით მეომარი საოცრად მამაცია -
მებრძოლ ქართველის მხარეს თვით უკვდავება იბრძვის...

სინდისის ხმით ცხოვრება და მზიური სავსება -
ქართველობა ღმრთის რწმენის სიყვარულით სუნთქვაა,
ჭეშმარიტი ქართველი არს ციერი არსება -
მისი ნება რაინდულ მრწამსით გულის ფეთქვაა...

-

სარწმუნოებით მტკიცე და სულით უძლეველია -
ქართველი - ქრისტეანი მართლმადიდებელია...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი