შვიდობითი 34


ოდეს ვხედავ შენს გულში აყვავებას ვარდების
და ამურულ სინაზით ოდეს მზე მიყვარდები:
თვალწინ თითქოს მეხსნება ზეცის ლურჯი ფარდები -
ჩემში თოვას იწყებენ ღვთიური ლაჟვარდები...

-

ოდეს განვიცდი ტრფობით სულის მაგიურ ცახცახს
და ყოველივე ირგვლივ როს ემსგავსება ზღაპარს,
როს სიყვარული მედებ მთელს არსებაზედ ხანძრად
და ცეცხლი უკვდავების ოდეს საგულეთს კაწრავს,

ოდეს თვალებში მიდგას მდაგველი მზერა შენი
და უძლეველი გრძნობის ოდეს მესხმება ფრთენი,
როს ნაცნობი და უცხო მეყრება თითქოს სენი
და ემოცია ხდება გამოუთქმელი ენით,

მაგ დროს მინდება სულით ცას შევღაღადო ლოცვა
და შენს ტუჩებზე თრთოლვით დავწერო ნაზი კოცნა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი