მი მოიისფრო გოგონა


უსათუთესი ეგ გული და შენი სული ღვთისფერი -
მე შენი არსება მათრობს - მუზა ხარ სამოთხისფერი,
მომნუსხველ ღიმით მი მთრთოლი - მზერა ნაზი და მზისფერი -
სულს შენი სახება ათოვს - ნაზ იის სიმორცხვისფერი...

ნაზად ვთრთი - თეთრად მოფიფქულ სულთ ამბორს იასამნისფერს -
ოდეს გულიდან ბარდნი და ხატავ ფრთალურჯი მადონა,
ხატება შენი თოვს მი სულში ოცნებას სიყვარულისფერს -
იდუმალი და ნაზი ხარ მი მოიისფრო გოგონა...

-

ედემის ბაღს და ლურჯ ზეცას უხდება გრძნობის მზე - ჩვენი,
ტრფობის ცა სინაზეს მათოვს და მესმის მუსიკა ნელი,
ასიყვარულდი პრინცესავ - გაშალე თვალთა ფიქრთ ფრთენი -
მეცეკვე მზიური ტანგო ცეცხლოვან სინაზით მწველი...

---

შენ სიყვარულის სუნთქვა ხარ და უკვდავების კამკამი -
ანგელოზურად მიყვარხარ ნაზი ზმანება ლურჯ ღამის...

-

ვატან ფიფქებს შენს გულისკენ, მოიისფრო ცის ამბორებს,
აფრთიანდი ფიქრით ღვთისკენ, იიისფრე მი ამორე...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი