შვიდობითი 36


სინაზის სხივთ მთოველი მნუსხავს სახება შენი -
და სისათუთით მწველი როდესაც გული მღერის:
განცდა სრული და მთელი - როს ნეტარებენ ფრთენი -
გამოუთქმელის მთქმელი - მიყვარს შეხვედრა მზერის...

ო მე მწვავს უცხო თრთოლვის უსრულყოფილეს გრძნობით -
ლურჯ ზეცის თვალთა სიღრმე - მათზე ოცნება შორი,
ფრთათეთრ მზიური ლტოლვის ვიწვი ღვთიური ტრფობით
და მკლავს წყურვილი ცისფერ ზეციურ სულთ ამბორის...

და გეტრფი უსაზომო ციერ გრძნობით და ძალით -
და მინდა ვზიდო ჯვრამდე ტკივილი გულის ღმერთის,
ო ვიცი უსაშველო მოწიწებით და კრძალვით -
რომ მეყვარები ცამდე ხატება ერთადერთის...

მი ანგელოსი თეთრი მიყვარხარ ბავშვობიდან,
შენახარ მი ქალღმერთი, შენახარ გრძნობა წმიდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი