შვიდობითი 37
გულის თვალთა ტუჩებზე მათოვ უტკბეს ამბორებს - გავლოთდი შენი ტრფობით - მი სული სიყვარულს გსვავს, უნაზეს შენს სახეზე და ჩუმ ღიმზე მაბოდებს - უსათუთესი გრძნობის უწმიდესი ცეცხლი მწვავს... სისხლში გრგვინავს ელვები და ოცნების კოცნები - აწამებენ მი ნაზ გულს და აკრავენ ჯვარზე კვლავ, ცათა თეთრი ხილვები და ეს ნაზი გრძნობები - მე შენი ტუჩები მძულს და მი უშენობა მკლავს... ჯანდაბა! ცეცხლის ტყვე ვარ... აუ რა ლამაზი ხარ - სულნატიფ სხივთა თოვა - სინაზით მწველი მზე ხარ, ვგიჟდები შენზე ღმერთავ - საოცრად ფაქიზი ხარ - მი სისათუთით თრთოლვა - მი გულის თრობა შენ ხარ... მსურს ამ ამბორით გითხრა თუ რა საშინლად მი ხარ - უსაზღვროდ ნაზად მძულხარ... უზომოდ მიხარიხარ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი