შვიდობითი 38
სახელად ქვია თათა - დაჰქრის ფიქრებში ნაზად - ფრთათეთრ და სულქათქათა - ყვავის მი გულში ვარდად, ყვავის და თოვს სინაზეს - ცის ანგელოზის დარად - ვეტრფი მის სილამაზეს - ვხატ სიყვარულის ხატად... ნაზ ვარდის ნატიფ ტუჩებს ასდით ალერსი ალად - მეწვის ყოველი არსი - ცეცხლი გიზგიზებს გულად, ვეტრფი შენს სათუთ თვალებს და აღარ შემწევს ძალა - მასვი ალების თასი - მწყურიხარ თათა სრულად... მწყურის ბაგენი შენი მომედოს სულზე ლავად და ფრთიან განცდათ ცეცხლი გადმოიღვაროს სუნთქვად, გამოუთქმელი ენით მწყურის ციერი ჰავა - მზიურ სხივებით მწველი - მწყურის ალერსი სულთა... - ბულბული ამბორებით - გიგალობთ თეთრ ვარდს ლაღად: მიყვარხართ - მეყვარებით: მუდამ - ყოველთვის - მარად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი