პოეზიით და შენით ვარ ავად


მწვავ ელვარ მზერით მა ნაზ თვალების -
გულს მადებ ჯაჭვებს ხუჭუჭა თმებით,
მნუსხავს თითები თეთრი კალების -
ვეტრფი შენს ხელებს ამბორულ გზნებით...

გულმათრობელა და მთრთოლი მკერდი - 
ათლილი წელი - თეძო და ფეხი,
ეგ დამდაგველი სხეული მდედრის - 
ო მე მაგიჟებს ეგ ტანი ვეფხის...

ღიმი მწველი და გავლა მილედის -
მკლავები თითქოს ანგელის ფრთენი,
ეგ ნაზი მხრები და ყელი გედის -
მთელი არსება მატყვევებს შენი...

შენ სათუთ სახის ნაზ კამკამებით -
იისფრად მყვავი ნატიფ ტუჩებით:
აის-დაისით მა წამწამების -
გალოთებული ვარ შენ ყურებით...

გსვავ სიყვარულით და გრძნობის ცეცხლი
ძარღვებში დამდის ვულკანურ ლავად,
მა ბაგეთ ეშხით და წერით ლექსის -
პოეზიით და შენით ვარ ავად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი